ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბექა და სერგი-საფლავი რომ არ ეღირსათ… 4 წლის წინ, 13 ივნისმა და „ვერემ“ წაიღო მათი სიცოცხლე და დღემდე ვერსად მიაგნეს…“-13 ივნისის ტრაგედია

„ბექა და სერგი-საფლავი რომ არ ეღირსათ… 4 წლის წინ, 13 ივნისმა და „ვერემ“ წაიღო მათი სიცოცხლე და დღემდე ვერსად მიაგნეს…“-13 ივნისის ტრაგედია

„საფლავი რომ არ ეღირსათ… 4 წლის წინ, 13 ივნისმა და „ვერემ“ წაიღო მათი სიცოცხლე და დღემდე ვერსად მიაგნეს… 
გამძლეობას ვუსურვებ მათ ოჯახებს ძნელია რამის თქმა…
ოჯახის წევრებს იმედი ჰქონდათ რომ ამნეზია დაემართა და არ იცის ვინ არისო…..
ძალიან დიდი ტკივილი და სიმწარეა არც ცოცხალი არც მკვდარი………………….
(ფოტოზე ბექა და სერგი)

(((13 ივნისს უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების, ბექა ბუთურიშვილის და სერგი კაპანაძის ცხედრების მოლოდინში რომ არიან მათი ნამდვილი ჭირისუფალნი?!

ნინო თევდორაძე ის სერგი კაპანაძის გამზრდელი ბებოა და მისი ობოლი ბიჭის დაბრუნებას ევედრება ღმერთს. სიზმრად ექცა, მოლანდებად ექცა, უსაშველო ლოდინად ექცა თავისი სიმწრით გამოზრდილი ბიჭი. რა გზით არ ეძება, ვის აღარ მიმართა, რა ხავსს არ მოეკიდა საბრალო ქალი.)))

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა, რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადასვლა გამოიწვია.

ქართველი ემიგრანტები-ის პოსტიდან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com