ახალი ამბები
Home / აქცია / ბენო ჭელიძე: „ბატონო ბიძინა, დაანებეთ თავი ოლიგოპონიების შექმნას“-რა ბედი ელის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ?(video)

ბენო ჭელიძე: „ბატონო ბიძინა, დაანებეთ თავი ოლიგოპონიების შექმნას“-რა ბედი ელის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ?(video)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი ექიმი ბენო ჭელიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ირგვლივ  მიმდინარე პროცესებს აქციით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შენობის ხელში ჩაგდება სურთ ოლიგარქებს და ამაში მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული.

ერთი წელია სხვადასახვა მიზეზებით აჭიანურებენ  შენობის  ჩაბარებას, თითქოსდა ტექნიკური მიზეზის გამო,  რაც დიდი ტყუილია, ამას იმიტომ ამბობენ, რომ გააჯანჯლონ შენობის ექსპლოატაცია.

 გარდა ამისა, ბატონმა ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ თითქოსდა ბიუჯეტში არ იყო თანხა და ამიტომაც  ვერ ხერხდებოდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება,  იმ დროს,  როცა  ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ  გახარჯა   საქარველოს ბიუჯეტიდან  თანხა და დარჩა 270 მილიონი ლარი“-განაცხადა ბენო ჭელიძემ.

ბენო ჭელიძის   თქმით მასმედიაც  მათთვის  დაიბლოკა ტელევიზიები და პრესა, ელექტრონული მედიაც. გაზეთები „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ ინფორმაციებს ბლოკავენ.

 ბენო ჭელიძე აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის  ირგვლივ  განვითარებული მოვლენების უკან  ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება; 

 „დღემდე გვპირდებიან, რომ ვეძებთ ფულს მშენებლობის დასასრულებლად და შენობის ექსპლოატაციაში გადასაცემადო, რაც სიმართლეს არ შეეფერება, როგორც   ჩვენთვის ცნობილია, თვის  ბოლოს იგეგმება საავადმყოფოს  შენობის გადაბარება  დაცვის პოლიციაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაუვარდება ეშმაკს ხელში უპატრონო ეკლესიასავით… ეშმაკი იქნება თუ „ევექსი“ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს… შემაშფოთებელი კიდევ იცით რატომაა? ამ ქვეყანაში ყველაფერს განაგებს ბიძინა ივანიშვილი. მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს თავი ოლიგოპონიების შექმნას, ისევე როგორც,  შექმნილია ნაციონალების დროიდან  ოლიგოპონია ფარმაციაში და იმიტომაც  ასჯერ ძვირი ღირს  მედიკამენტები, რომლის შესაძენად ქართველი ხალხი თურქეთში გარბის.

ასეთი ოლიგოპონია იქმნება მედიცინაშიც, იმის მაგივრად,  რომ ძველი ოლიგოპონიები დაშალოს,  ბატონი ბიძინა ახლის შექმნას უწყობს ხელს და ეს არის ამის მაგალითი.

 ეს ერთადერთი სახელმწიფო საავადმყოფოა აჭარაში და თუ  ესეც  ჩაიგდეს ხელში,  დანარჩენებსაც ჩაიგდებენ…

ამიტომაც  უწევს არჩევნების დროს მილიონახევრის დაყაჭვა, დაშალოს ოლიგოპონიები. ამის შედეგად ახალი ძალა წარმოიქმნება და ნაციონალებისკენ,როგორც ბნელი ძალისკენ,  გაღატაკებული ხალხი აღარ  გაიხედავს…

გაბოროტებული ხალხი სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, ამიტომ გონს მოვიდეს ბიძინა იანიშვილი, ერთი წელი კიდევ აქვს დრო, არ მინდოდა პოლიტიკური ელფერი მიმეცა ამ პროცესისათვის, მაგრამ სამწუხაროდ მაიძულეს, თავად იქევიან ისე, რომ  მთელი სახელმწიფო აპარატია მიმართული ამ საავადყოფოს წინააღმდეგ, ჩვენ ამას არ  არ დავუშვებთ “-განაცხადა  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსმა ბენო ჭელიძემ( იხ, ვიდეო)

სააპროტესტო აქციები გრძელდება ტექნიკის თანხების გამოყოფამდე 25.05.2019

Posted by ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო on შაბათი, 25 მაისი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com