ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბეთხოვენი- „მთვარის სონატა“-„სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს“(იხ. ვიდეო)

ბეთხოვენი- „მთვარის სონატა“-„სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს“(იხ. ვიდეო)

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრებისეული გამონათქვამები

  1. 1.მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.ძლიერ ვწუხვარ, რომ არ მესმის სამხედრო საქმე ისე, როგორც მუსიკის ხელოვნება, მაშინ მე მას დავამარცხებდი. (ლაპარაკია ნაპოლეონ ბონაპარტზე)
  2. მე ყველაზე უფრო კომპოზიცია მაინტერესებს, ვიდრე შემსრულებლობა. უკეთესად თუ უარესად დაკვრა ყველას შეუძლია, მუსიკის შეთხზვა კი მამაკაცის ღირსების საქმეა.
  3. ყოველ ხელოვანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტალანტი.
  4. ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ხელოვნება, არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი თავით და დღენიადაგ წინსვილისკენ ისწრაფვის.
  5. გენიოსობა ოდნავ მაღლა დგას შრომისმოყვარეობაზე.
  6. თავისუფლება და პროგრესი – აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მთელი ცხოვრებისა.
  7. მე რომ ერთის თვალის გადავლებით ყველა ჩემს ნაწარმოებს გადავხედავ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ რამდენიმე ნოტის მეტი არაფერი დამიწერია.
  8. არც ერთი ჩემი მეგობარი გასაჭირში არ უნდა ჩავარდეს მანამ, სანამ მე გამაჩნია თუნდაც ერთი ნაჭერი პურისა. თუკი ჩემი საფულე ცარიელია, რაღა თქმა უნდა მისი დახმარება იმ წუთას შეუძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დავჯდე მაგიდასთან და დავწერო ახალი მუსიკა, რათა ჩემი მეგობარი რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნა გასაჭირისგან.
  9. სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბიოგრაფიული შტრიხები

ბეთჰოვენი დაიბადა 1770წელს გერმანიის ქალაქ ბონში. მისი პაპა იყო სასახლის კარის კაპელმეისტერ, მამა კი მომღერალი. ბავშვობაში შენიშნა მამამ ვაჟის მუსიკალური ნიჭი.

მამამისი იყო ძალიან მკაცრი. იგი მზინარე ბავშვს აღვიძებდა და აიძულებდა 7–8 საათი ემეცადინა. იგი ცდილობდა შვილისაგან პატარა ვირტუოზი გამოეყვანა. 8 წლის ბეთჰოვენმა გამაღტა პირველი კონცერტი კიოლნში. ამ პერიოდისათვის იგი უკვე უკრავდა კლავისინზე, ფორტეპიანოზე, ალტზე.

1782წელს ბეთჰოვენი ეცნობა კომპოზიტორსა და ორღანისტს ქრისტიან ნეფეს. ნეფემ გააცნო ბეთჰოვენს ცნობილ კომპოზიტორთა შემოქმედება. ნეფეს დახმარებით გამოსცა ბეთჰოვენმა პირველი ნაწარმოები: ვარიაციები დრესლერის მარშის თემაზე. 1787წელს იგი ხვდება მოცარტს. მისი მოსმენის შემდეგ, მოცარტმა აღფრთოვანებით წარმოთქვა: “მიაქციეთ ყურადღება მეგობრებო! მასზე მალე მთელი მსოფლიო ილაპარკებს”

1792წელს ბეთჰოვენი გადადის ვენაში საცხოვრებლად. იგი ცნობილი ხდება როგორც პიანისტი, შემდგომ კი როგორც კომპოზიტორი.

ეთჰოვენის ტრაგედია იყო სიყრუე, რომელიც 26 წლის ასაკიდან ეწყება. მკურნალობა უშედეგო იყო და ნელ–ნელა ძლიერდებოდა. მიუხდავად ამისა იგი სულით არ დაცემულა.

1803 – 1813წლები ბეთჰოვენის შემოქმედების აყვავების პერიოდია. მან შექმნა უვერტიურები: “ეგმონტი”,”კორეოლანი”, საფორტეპიანო სონატა “აპასიონატა”,”კრეიცერის სონატა” ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, საფორტეპიანო, სავიოლინო კონცერტები, კვარტეტები, გმირული ოპერა “ფიდელიო”.

1815 წლიდან მისი შემოქმედების კრიზისის პერიოდია, მიუხედავად ამისა, მან სძლია მძიმე სულიერ განცდებს და დაწერა IX სიმფონია. ეს სიმფონია მან სიყრუის პერიოდში დაწერა.

ბეთჰოვენის ტალანტს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მათ შორის იყო შუბერტი.

1827 წელს გარდაიცვალა ბეთჰოვენი. მისი დაკრძალვა გრანდიოზულ მანიფესტაციად გადაიქცა. მის კუბოს 20 ათასი ადამიანნი მისდევდა. იგი ვენის სასაფლაოზე დაასაფლავეს.

ბეთჰოვენის შემოქმედება არის კლასიკური მუსიკის მწვერვალი. მის შემდეგ იწყება ახალი მიმართულება მუსიკაში – რომანტიზმი.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...