ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბაქო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, თუ სომხეთის ძალები არააღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიას დატოვებენ“

„ბაქო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, თუ სომხეთის ძალები არააღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიას დატოვებენ“

ზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, თუ სომხეთის ძალები არააღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიას დატოვებენ.

საომარი მოქმედებები დასრულდება მაშინ, როცა სომხეთი სრულად დატოვებს ყარაბაღს - ილჰამ ალიევი

“პირობები ასეთია – მათ ტერიტორია უნდა დატოვონ. დაიწყონ ჯარების გაყვანა და წარმოგვიდგინონ გაყვანის გრაფიკი, აიღონ შუამავლების წინაშე დამაჯერებელი და სერიოზული ვალდებულებები”, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ბაქო “30 წელს კიდევ ვერ მოიცდის” და კონფლიქტის დარეგულირებას უაზხოესი ხნის განმავლობაში აპირებს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების ძლიერი დაბომბვის შედეგად დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, 60-ზე მეტი დაიჭრა, ასობით სახლი კი დაინგრა.

შეხების ხაზზე, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ბრძოლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც.

“ფრონტზე სიტუაცია დაძაბულია. ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები ჩახშობილია ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულია უდიდესი ზიანი. სასტიკი ბრძოლები მთელ ფრონტზე გრძელდება”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

წყარო: ghn.ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...