ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბატონო პრემიერ მინისტრო, საქართველოში 25 000 ზე მეტი მდინარე და 16 000 მდე ნაკადულია, მოსახლეობა კი უწყლობით იტანჯება, უშველეთ ხალხს

ბატონო პრემიერ მინისტრო, საქართველოში 25 000 ზე მეტი მდინარე და 16 000 მდე ნაკადულია, მოსახლეობა კი უწყლობით იტანჯება, უშველეთ ხალხს

ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს,ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!
**
საქართველოში 25 000 ზე მეტი მდინარე და 16 000 მდე ნაკადულია.მდინარეების საერთო სიგრძე 25 000 კილომატრს აჭარბებს,ნაკადულების სიგრძეც რომ მივუმატოთ,თითქმის 30 000 კილომეტრი გამოდის,მაშინ როცა,ჩვენი პლანეტის ეკვატორის სიგრძე გახლავთ 40 000 კილომეტრი! წარმოგიდგენიათ,ამ პაწაწინა საქართველოში, მტკნარი წყლის რამხელა რესურსებია?საშუალოდ ერთი მდინარე ,, მოემსახურება,,საქართველოს 200 მდე მოქალაქეს,ეს მაშინ,როცა,ირანს ფაქტობრივად აქვს ერთი დიდი მდინარე კარუნი!არის კიდევ იქ, რამოდენიმე მდინერე და ამ მდინარეების საერთო სიგძე გახლავთ 3 500 კილომეტრია!ირანის ფართობი – 1, 648 000 კვ.კილომეტრია და ამ ისლამურ სახელმწიფოში,ცხოვრობს 66,4 მილიონი ადამიანი.წარმოიდგინეთ რამხელა უპირატესობით ვსარგებლობთ(მტკნარი წყლის საკითხში) ირანთან შედარებით! მე შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო ქვეყნები,რომლებსაც სიზმრადაც კი არ მოელანდებათ იმდენი სასმელი წყალი,რამდენიც ამ პატარა საქართველოშია!
ბატონო პრემიერ მინისტრო,ბატონო გიორგი!
აი ასეთი მაჩვენენლების შემდეგ,განა შეიძლება იყოს საუბარი და უკმაყოფილება საქართველოში წყალთან დაკაშირებით?განა შეიძლება წყლის ასეთი რესურსების მქონე ქვეყანაში,ბევრ ძალიან ბევრ,სოფელს,დასახლებებს,ქალაქების უბნებს ჰქონდეს წყლის პრობლემა?
არა და არის, ეს პრობლემა! 3 წელია ტელეეკრანებიდან,პრესიდან,საზოგადობრივი ქსელიდან,,ვღაღადებ,, დუშეთის რაიონის დასახლება ფიტავს,არ აქვს წყალი,მეთქი! უფრო ზუსტად,30 წლის წინათ,ჩვენ, მაცხოვრებლებმა ჩვენი სახსრებით შევქმენით წყლის სისტემა,რომელის 90 ოჯახს,კვირაში სამჯერ(დაგროვების წესით) ორიოდ საათით აწვდიდა წყალს,მაგრამ ეს სისტემა,მოძველდა დაჟანგდა და საკუთარი სახსრებით ვეღარ ვუმკლავდებით.
აი,  ამას ვითხოვთ ფიტაველები სამი წელიწადია,დაგვეხმაროს ხელისუფლება მწყობრიუდან გამოსული სისტემის აღდგენაში და წყლის უხვი რესურსების ქვეყანაში,არავინ მოგვაქცია ყურადღება!
ერთი პასუხის ღირსად არვინ ჩაგვთვალა! როცა ამ ღია ბარათს ვამზადებდი,მე მივმართე ფეისბუკის მომხმარებლებს ეცნობებინათ კიდევ რომელ სოფლებს და დასახლებვბს არ აქვს წყალი და იცით, გამომეხმაურა ხალხი!
ბატონო პრემიერო,ეხლა აქ რომ ჩამოვთვალო იმ დასახლებებისა და სოფლების რაოდენობა რომლებსაც აქვთ წყლის პრობლემა,ანუ არ აქვთ წყალი, გულზე შემოგეყრებათ,მაგრამ რამოდენიმეს მაინც მოგახსენებთ:
მამუკა ქურთიშვილი: ბატონო თამაზ,მართყოფიც მაგ დღეშია,,კანისტრებით,, ვეზიდებით წყალს! დავით გადელია: წეროვანი!!!!!!! ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია და უწყლოდ არის!(((( რამოდენიმე ადგილას ჭაც დავარტყით და არ ამოვიდა((( მაია ბანძავა: ბატონო თამაზ ! ნუ დამზარდებით და გომბორზე უთხარით!
ბატონო გიორგი,წყალი არც სოფელ ჭადიჯვარში ყოფილა… იმედს გამოვთქვამ,რომ ყურად იღებთ ამ თხოვნას და ,,ღაღადისს,“! ჩათვალეთ,რომ ფიტაველი 90 – ივე ოჯახის სახელით და საქართველოს ყველა იმ უწყლო დასახლებისა და სოფლის სახელით მოგმართავთ,წლობის მანძილზე რომ იტანჯებიან! იტანჯებიან საქართველოში,სადაც თურმე 25 000 ზე მეტი მდინარე და უუამრავი ნაკადულია! იმედს გამოვთქვამ,როცა პირისპირ შევხვდებით (და ალბათ შევხვდებით) ,მაშინ უფრო დაწვრილებით გიამბობთ,,უწყლოთა,“ სატკივარს ,,ჭარბი წყლების ქვეყანაში,“ და ძალიან საინტერესი სიახლეებსაც შემოგთავაზებთ!
თამაზ ჭეიშვილი,მწერალი,პუბლიცისტი,ფიტაველებისა და საქართველოს ყველა უწყლო ოჯახის სახელით. 2017 წელი.19 ივლისი.ფიტავი.დუშეთის რაიონი.
Eter

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com