ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბატონო ლევან, თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა…“-პეტრე კოლხი

„ბატონო ლევან, თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა…“-პეტრე კოლხი

მამა პეტრე  ლევან ბერძენიშვილს  სოციალურ ქსელში პასუხობს:

 

„ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა... ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია… ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა… თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა…

ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ… თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ…
ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ… 
ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკისურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ…
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!..“- პეტრე კოლხი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com