ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო, ,,ქართულო ოცნებავ, “ნუ აბოლებთ ხალხს, რომ კოჰაბიტაცია იყო დასავლეთელ პარტნიორებისგან ნაკარნახევი “

„ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო, ,,ქართულო ოცნებავ, “ნუ აბოლებთ ხალხს, რომ კოჰაბიტაცია იყო დასავლეთელ პარტნიორებისგან ნაკარნახევი “

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ამისულაშვილი ოცნებას და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

SOS!!! SOS!!! SOS!!!

„ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო და ,,ქართულო ოცნებავ,“

ნუ აბოლებთ ხალხს რომ კოჰაბიტაცია იყო დასავლეთელ პარტნიორებისგან ნაკარნახევი შეცდომა, დასავლეთელ პარტნიორებს არ აურჩევიხართ და მათ არ მოუყვანიხართ ხელისუფლებაში, ქართველმა საზოგადოებმ გიბოძათ ნდობის მანდატი, იმ წინა საარჩევნო დაპირებებზე რასაც ჰპირდებოდით ხალხს, ქართველ საზოგადოებამ დაგიკვეთათ ,,სამართლიანობის აღდგენა,, თქვენ უნდა ემსახუროთ საქართველოს სახელმწიფოს მოქალქეების უმრავლესობის ნებას და დაკვეთას, თქვენ უღალატეთ ქართველ ხალხს, კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო, კოჰაბიტაცია დამნაშავე სისტემურ რეჟიმის იდეოლოგების და მათ შემსრულებლების, იყო და არის მიზანმიმართული მძიმე დანაშაული, თქვენ გაურიგდით დამნაშავეებს და მფარველობთ ვის კისერზედაც არის აუარებელი სასტიკი დანაშაულებები, თქვენ ყველამ კარგად იცოდით რომ ,,ნაციონლური მოძრაობის,, ლიდერები იყვნენ პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები და 9 წლის მანძილზე ერს აუბედურებდნენ, ატერორებდნენ აწამებდნენ , ძარცვავდნენ, კლავდნენ უდანაშაულოებს,
თქვენ დღესაც განაგრძობთ კოჰაბტაციას და დამნაშავეთა მფარველობას
თქვენ მოატყუეთ ქართველი ერი და განაგრძობთ მოტყუებას გაუბედურებას და დამონებას რასაც არ გაპატიებთ არც ხალხი, არც ისტორია, თქვენ ხართ მოღალატეები“-აცხადებს მიხეილ ამისულაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com