ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბატონო თამაზ, თვალყურს ვადევნებთ თქვენს საქმიანობას,არასამთავრობოებს ერთ საინტრიგნოს არაფერს გვიტოვებთ!”“-ზვიად კვირიკაძე

„ბატონო თამაზ, თვალყურს ვადევნებთ თქვენს საქმიანობას,არასამთავრობოებს ერთ საინტრიგნოს არაფერს გვიტოვებთ!”“-ზვიად კვირიკაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი”-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე ზვიად კვირიკაძე განცხადებას ავრცელებს თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ბატონო თამაზ, უკმაყოფილო ვართ თქვენგან ჩვენ, სულ თვალყურს ვადევნებთ თქვენს საქმიანობას, მოღვაწეობას. ერთ საინტრიგნოს არაფერს გვიტოვებთ. რაა ეს? ხომ გვინდა არასამთავრობოებს რაღაც საინტრიგნო მაინც? თქვენ კი უსაქმურად გვტოვებთ თიანეთის ხელმძღვანელობის კრიტიკის მიმართულებით. რეალურად მთელი საქართველოს თვითმართველობებსა და სახელისუფლებო ორგანოებიდან ერთ ერთი პირველი თანამდებობის პირი ხართ რომელიც ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებას,”სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის” (კავშირი) თავის საქმიანობის მიზნებსა და მოწოდებას სრულად ამართლებთ. თქვენი ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობა არის სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის საუკეთესო მაგალითი. თქვენ ასახელეთ მთელი თიანეთის მოსახლეობა.

მთელ საქართველოს მოსახლეობასა და მსოფლიო აზოგადოებას თიანეთის მაგალითით აჩვენეთ რა შეუძლია, სიკეთეს, სიმართლეს, სამართლიანობასა და ერთიანობას დახვეწილი ცივილური, ჯანსაღი ფორმებით. ამ ყველაფრის დაფასებისა და წარმოჩენისათვის თქვენთან ერთად მთელი თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მადლობას ვუხდით.

ბატონო თამაზ, ამ ყოველის გათვალისწინებით თქვენ ხართ ჩვენი ორგანიზაციის საპატიო სიგელით დაჯილდოების სამიზნე. პატივისცემით, არაამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცველი და საქველმოქმედო მიზნების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაცია ა.(ა).ი.პ. “აქართველოს სიკეთი, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი”-ს დამფუძნებელი, თავმჯდომარე ზვიად კვირიკაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com