ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბატონო ბიძინა, თქვენ ბადალი არ გყავთ ქვეყანაზე ქველმოქმედებაში, გვსურს რომ ერთიანი ძალებით გავერთიანდეთ საქართველოში მცხოვრები ასეთი ბავშვების დასახმარებლად“-ემიგრანტი დედების წერილი

„ბატონო ბიძინა, თქვენ ბადალი არ გყავთ ქვეყანაზე ქველმოქმედებაში, გვსურს რომ ერთიანი ძალებით გავერთიანდეთ საქართველოში მცხოვრები ასეთი ბავშვების დასახმარებლად“-ემიგრანტი დედების წერილი

მიგრაციაში მცხოვრები თეონა ნაცვალაძისა და ხათუნა ბარათაშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს.

“როცა ბავშობაში გვეკითხებოდნენ სიკეთე უფრო მეტია ქვეყანაზე თუ ბოროტებაო?  სიამაყით ვპასუხობდით სიკეთე..ეხლაც გვჯერავს რომ ესეა!.. ამის ნათელი მაგალითი თქვენ ბრძანდებით ბატონო ბიძინა, თქვენ რომელსაც ბადალი არ გყავთ ქვეყანაზე ქველმოქმედებაში , თქვენ რომელიც ბრძანდებით უამრავი სიკეთის ავტორი, უამრავი ადამიანის იმედი და ნათელი წერტილი..სიკეთე კი გადამდებია და საზოგადოებამაც სიკეთის კეთებაში უნდა მივბაძოთ და შევეჯიბროთ ერთმანეთს და არა პირიქით.

ყველა უიმედო და გაჭირვებული ადამიანის ერთი გათენებული ბედნიერი დღე უნდა გახდეს ჩვენი სიხარულის მიზეზი და ცხოვრების დევიზი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ემიგრანტმა დედებმა ვიპოვეთ ერთმანეთი და ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდება რომ გავერთიანებულიყავით საქართველოში მცხოვრები მიუსაფარი, შეჭირვებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ ხვალინდელი დღის უკეთ გაგრძელება, ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არიან.

ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ სიკეთის ფონდი ,,ქართველი ემიგრანტი დედები საქართველოს მომავლისათვის,, ჩვენ უამრავ ემიგრანტ დედასთან ერთად, ჩვენი შრომით მიღებული შემოსავლიდან რაც ემიგრაციაში ადვილი არ არის, დავეხმაროთ თუნდაც მცირედით საქართველოს იმ პატარებს რომელთაც, ასე სჭირდებათ ჩვენი მხარში დგომა, იმედი გვაქვს ჩვენს რიგებში გაერთიანდებიან უამრავი დედები და ეს პროცესი მიიღებს ჯაჭვურ რეაქციას.

ვიმედოვნებთ ეს ბავშვები გახდებიან იგივე ამ ემიგრანტი დედების შვილებიც და ყოველ დღე გაიხარებენ ამ ბავშვების სიხარულით, რადგან ეცოდინებათ რომ ამ ბავშვების ბედნიერების და სიხარულის მიზეზი თავად არიან. ვინ იცის რამდენ ბავშვში ფარულად არსებობდეს დიდი ვაჟა, აკაკი, ილია ან გალაქტიონი, მათ კი ამ ნიჭის დემონსტრირებაში სოციალური გდგომარეობა უშლით ხელს! და რატომ თქვენ ბატონო ბიძინა? იმიტომ რომ თქვენ თქვენი წარსულიდან გამომდინარე, ყველაზე კარგად იცით რას ნიშნავს გაჭირვება და ამ გაჭირვებიდან ნამდვილ ერისკაცად ქცევა.

ამიტომ იმედს ვიტოვებთ გამოიჩენთ გულისხმიერებას და ფონდს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევთ, რომ ეს ფონდი დარეგისტრირდეს საქართველოში, იყოს საჯარო და გამჭვირვალე ყველასთვის.თითოული გადარიცხული ევრო მოხმარდეს ამ პატარების კეთილდღეობას, მკურნალობას და განათლებას

.გვინდა მოკლედ მოგახსენოთ რომ ამ ნაბიჯამდე ჩვენმა ცხოვრებისეულმა ხვედრმა და გამოცდილებამ მიგვიყვანა, მე საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი 5 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ნიკოლოზის დედა თეონა ნაცვალაძე და მე გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ხათო ბარათაშვილი ორი შვილის დედა, გერმანიაში ინკლუზიური ბავშთა ცენტრის აღმზრდელი, გვსურს რომ ერთიანი ძალებით გავერთიანდეთ საქართველოში მცხოვრები ასეთი ბავშვების დასახმარებლად, უამრავი დედის ჩართულობით.სიკეთე ხომ მართლაც გადამდებია,დაე ვაკეთოთ სიკეთე და ყველამ ერთად, თქვენის მონაწილეობით, უფლის და პატრიარქის ლოცვა კურთხევით ამ ბავშვებთან ერთად გავჭრათ ფერადი ლენტი და შევაბიჯოთ მათ ჯადოსნურ სამყაროში..არ არსებობს საქმე ,თან ესეთი მადლით გაჯერებული არ გამოვიდეს,მთავარია სურვილი და მონდომება. მჯერა ჩვენ გავხდით ამ პატარების ცხოვრებას უფრო ბედნიერს..პატივისცემით ემიგრანტი დედები.“- ნათქვამია წერილში, რომლის ავტორებიც არიან, ემიგრაციაში მცხოვრები თეონა ნაცვალაძე და ხათუნა ბარათაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com