ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ბატონებო, აზერბაიჯანის მხარეს კატეგორიულად მოსთხოვეთ დატოვოს ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში“-არქიმანდრიტი ილარიონი

„ბატონებო, აზერბაიჯანის მხარეს კატეგორიულად მოსთხოვეთ დატოვოს ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში“-არქიმანდრიტი ილარიონი

არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ  „აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც იქ იარაღით ხელში დგას, ოკუპანტია, რომელმაც საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს.

„გუშინწინ მოსახლეობას და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები. გარეჯის თემის შესახებ ყველაფერი ცხადია და ხელის შეხოცვა ბოლშევიკებზე არ გამოუვა არავის, თითქოს მათ გადასცეს ეს ტერიტორიები აზერბაიჯანულ მხარეს. არ გამოუვათ, რადგანაც ეს იქნება თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. ბოლშევიკებს, კომუნისტებს თავისი ცოდვები ეყოფათ და თქვენს ცოდვებსაც ნუ მიაწერთ.

90-იან წლებში ჰეიდარ ალიევის ვიზიტის ფარგლებში ხელია მოწერილი შეთანხმებაზე, რომ საზღვრის შესახებ მოლაპარაკება იქნება 1938 წლის რუკის მიხედვით და კერძო შემთხვევებში ეს კომისია სხვა რუკებითაც ისარგებლებს. ვინმემ იცის, რომელი რუკით სარგებლობს ჩვენი კომისია? რას ლაპარაკობს ბატონი ლაშა დარსალია იქ ვინმემ იცის? ესენი ჩვენ რომ გვესაუბრებიან, გეგონება აზერბაიჯანული მხარე გვესაუბრება და არავინ იცის, იქ რას ლაპარაკობენ. ისტორია ყველას პასუხს მოსთხოვს და ყველას სახელი დაერქმევა, ვინც ამ ცუდ საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

ბატონებო, აზერბაიჯანის მხარეს კატეგორიულად მოსთხოვეთ დატოვოს ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში. იქაური ჯარისკაცი ვინც იქ დგას, ჩვეულებრივი ოკუპანტია. ეს ტერიტორიები აზერბაიჯანული მხარისთვის არ არის გადაცემული, ამის საბუთი არ არის არსად. ნუ აბრალებთ კომუნისტებს, ნუ აბრალებთ ბოლშევიკებს.

მე არ ვიცი, ვის რა დაინტერესება აქვს და ვინ რა დივიდენდებს ელის აზერბაიჯანის მხარისგან. ჩემი სატკივარი არის მხოლოდ დავით გარეჯი და ჩვენი ტერიტორიები. არ მინდა სხვა საჭირბოროტო საკითხებს შევეხო, რაც ერის წინაშეა, მაგრამ დავით გარეჯის შესახებ საუბარი მევალება მე,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...