ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბატიაშვილის რეფორმა- რა საჭიროა გამოცდები, ხომ არ სჯობია ისევ სტუმარ-მასპინძლობა ისწავლოთ?…

ბატიაშვილის რეფორმა- რა საჭიროა გამოცდები, ხომ არ სჯობია ისევ სტუმარ-მასპინძლობა ისწავლოთ?…

 ბატიაშვილის რეფორმა ძალას იკრებს, სკოლებში გამოცდების გაუქმებისა და უმაღლეს სასწავლებლებში ბარიერის გამარტივების გარდა,  ახლა პროფსასწავლებლების დიდი სიკეთეებზე მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მთავარ აქცენტებს აკეთებს.
თუ ადრე პროფასაწავლებელი კვალიფიკაციით,  თითქმის უმაღლეს სასწავლებელს უტოლდებოდა, ახლა თავს იმით  მოვიწონებს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი ატესტატს გაუტოლდება.
დღეს მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა კიდევ იმთ გაგვახარა, რომ გამოცდები არა, მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება.რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. 
რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა
 „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ,ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია-განაცხადა ბატიაშვილმა.
 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com