ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციაზე ექიმის და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციაზე ექიმის და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები აქციაზე ექიმის და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ.

„მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ იმისათვის, რომ სამართალს მივაღწიოთ. არ დავიშლებით, თუ მკურნალი ექიმი აქ არ მოვა! თუ მართალია, რატომ იმალება? მოვიდეს აქ! გაუუქმეთ ექიმს ლიცენზია! რატომ არ ესმის საზოგადოების აზრი და გულისტკივილი?“ ,- ამ სიტყვებით მიმართეს აქციის მონაწილეებმა მათთან მისულ აჭარის პოლიციის წარმომადგენლებს.

ძალოვანი უწყების წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და მათ კითხვებს პასუხი გაეცემა.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com