ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ერთმანეთი სცემეს (ვიდეო)

ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ერთმანეთი სცემეს (ვიდეო)

ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს ბათუმის საკრებულოში უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები ისევ რჩებიან, სხდომაზე კი შესვენებაა გამოცხადებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com