ახალი ამბები
Home / Uncategorized / ბადრი ესებუას ძმა საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალის ტარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ბადრი ესებუას ძმა საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალის ტარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ადვოკატის განცხადებით, ბადრი ესებუას ძმას ბრალი შესაძლოა, დღის ბოლოს წარუდგინონ

ადვოკატის განცხადებით, ბადრი ესებუას ძმას ბრალი შესაძლოა, დღის ბოლოს წარუდგინონ

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, ბრალი მას ოფიციალურად შესაძლოა, დღის ბოლოს ან ხვალ დილით წარუდგინონ.

“ბიძინა ესებუა ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს და შესაბამისად, არც სასამართლო პროცესია ჩანიშნული”, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა – შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წყარო:ინტერპრესნიუსი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახა კალაძე:„30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში“

კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა ...