ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი? – კაციჭამია და ქართველთჭამია ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობენ,ერი კვლავ ამ პოლიტსანაგვეს აირჩევს, ბერი კი ხელს შეუწყობს და დალოცავს“

„ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი? – კაციჭამია და ქართველთჭამია ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობენ,ერი კვლავ ამ პოლიტსანაგვეს აირჩევს, ბერი კი ხელს შეუწყობს და დალოცავს“

— ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი? –არჩევნები მოდის და ერის სამარცხვინო (ე.წ. პოლიტიკოსები) სახეები ისევ ბანერებზე გამოიჭიმენ. არადა მერამდენე ფარსი – არჩევნები თამაშდება, ამ სამარცხვინოების მონაწილეობით უკვე აღარავის ახსოვს. ხელისუფლებაში მყოფი ლიბერასტები ყველა უბინძურესი ხერხით აციჭამია და ქართველთჭამია ხელისუფლების შენარჩუნებას, ხოლო მათგანვე ნამართი ე.წ. ოპოზიციური ძალების 99% ხალხს ატყუებს ვითომ ბრძოლით რომელიც ლიბერასტულ სპეცსამსახურის კულისებშია გასცენარებული, სინამდვილეში კი ერთგული სამსახურისთვის ლიბერასტებისგან საარჩევნოდ რამდენიმე ადგილს ელოდება მონური სიმშვიდით. პოლიტასპარეზზე კი უწიგნურობა, უსულგულობა, კორუფცია, ანტიქართული ისტერიკა და კოლაბორაციონიზმი იფურჩქნება. ეს მოჩვენებითი სახელმწიფო ახალი მოჩვენებითი ხუთწლედისთვის ემზადება, რომელიც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ყოველგვარ ქართულს საქართველოს ტერიტორიაზე: — დაცლის აბორიგენი მოსახლეობისგან ემიგრაციის გზით, საბოლოოდ გააპარტახებს ისედაც პირუტყვულ განათლების სისტემას და შესაბამისად ძირიანა მოთხრის ახალი თაობების დემოგრაფიულად შემცირებულ ქართველებში უძველეს კულტურას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას და ეროვნულ მეხსიერებას. საქართველოს აღარ აღმოაჩნდა ძალა ქართული იდეოლოგიის ასაღორძინებლად, რაც მნიშვნელოვნად შემოაბრუნებდა ერის დაცემის რეალობას სიკეთისკენ. იდეოლოგიური უმნიშვნელოვანესი საქმე დღეს უპატრონოა და ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიასავით” დევნილ – ღატაკი. უახლოეს მომავალში კი ის არის მოსალოდნელი რომ ერი კვლავ ამ პოლიტსანაგვეს აირჩევს, ბერი კი ხელს შეუწყობს და დალოცავს ამ არჩევნებს.

გურამ ქართველიშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...