ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“- დღეს კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა

„ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“- დღეს კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა

 ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პაციენტის მინიმალური ასაკი 61 წელია. გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შოლტის პრინციპი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მაინც გაზრდილია პირბადის გამოყენება და ეს მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. თუ ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. დღეს საქართველოში ნიღბის გამოყენება გვაქვს 60-64%-ის ფარგლებში და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რაოდენობას-ოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კორონავირუსი გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ მესამე მიზეზია სიკვდილიანობის. ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიმსივნეებს, ალცეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“-აცხადებს გამყრელიძე.

დღეს კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. ქვეყანაში დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...