ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? თამარ მეფე ტახტის უზურპაციით გამეფდა“

„ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? თამარ მეფე ტახტის უზურპაციით გამეფდა“

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის განცხადებით, თამარ მეფის გამეფებით მეფის ანდერძი და კანონი დაარღვია:

ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი (დავით ბაგრატიონ-მუხრანელის) მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ-ჩვენი. მთავარი ხალხის გადაწყვეტილებაა, სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულოთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს.

თამარ მეფის შემთხვევა, ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი. საუბარია დავით V-ს ანდერძეზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი, იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისულების უზურპაცია“ – განაცხადა მეფის ადვოკატმა საუბრისას.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

პაატა იმნაძე„ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი?! ხელი რატომ რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ?! – ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო“(ვიდეო)

https://www.facebook.com/profile.php?id=100015574082485 ამბავი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი 10 წელია მოსახლეობას უმალავენ. ეს ისტორია თითქმის არავინ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com