ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ახალქალაქში საქართველოს იურისდიქცია აღარ მოქმედებს თუ რა ხდება ?!.“.-გიორგი თევზაძე

„ახალქალაქში საქართველოს იურისდიქცია აღარ მოქმედებს თუ რა ხდება ?!.“.-გიორგი თევზაძე

ახალქალაქში საქართველოს იურისდიქცია აღარ მოქმედებს თუ რა ხდება ?!…

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში სამცხე-ჯავახეთში, 2019 წლის 20 იანვარს ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს, მიხეილ ავაგიანს ძეგლი დაუდგეს.

ძეგლის გახსნას “ოცნების” დეპუტატი ენზელ მკოიანი ესწრებოდა. მინდა გადმოგცეთ ჩემი შეხედულება რუსი ხელოვანის მსახიობი ნიკიტა ჯიგურდას არაჩვეულებრივი ლექსის გაზიარებით ამ გაუცნობიერებული და გაუგებარი ნაბიჯით საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა – ყარაბაღის ომის მონაწილე მიხაილ ავაგიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს საქართველომ ეს ბოლო დროა არა ერთხელ გამოიწვია აზერბაიჯანის შეშფოთება, აზერბაიჯანული მხარე შეშფოთებულია იმ ადამიანის ძეგლის დადგმით, რომელი ადამიანიც მონაწილეობდა აფხაზეთისა და ყარაბაღის ომებში, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით,  ორივე მხარეს ოკუპაცია აწუხებს და ეს ოკუპაცია რუსეთის მხრიდან იყო პროვოცირებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით,  საქართველოსთან მათ არა მარტო მეზობლობა, არამედ სხვა უფრო მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ, ისინი იმასაც ამბობენ,  რომ გასულ საუკუნეებში ჩვენ ერთმანეთის მოძმე ერები ვიყავით და ეს ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო ზურგში დანის ჩარტყმა, რამაც შეძრა მთელი აზერბაიჯანელი ერი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ფაქტს გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დამცველი გიორგი თევზაძე და პირად ფეისბუქით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას!

როგორც უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებისადმი მიმართვაში აღნიშნავს, „სამცხე ჯავახეთის ერთ-ერთ რაიონში,  ახალქალაქში საქართველოს იურისდიქცია არ მოქმედებს… თუ რა ხდება,? თუ არ მოქმედებს,  თქვით და გვეცოდინება მანც… თუ არა და დაუყონებლივ უნდა იქნას აღებული ეს ძეგლი და გადატანილი იქნას თავის სამშობლოში,  სასომხეთში,  რომლის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა ….

დამისახელეთ რუსეთ-საქართველოს ომში, კერძოდ აფხაზეთში ან სამაჩაბლოში რომელი დაუპული ქართველი მებრძოლის მონუმენტი დგას სასომხეთის ტერიტორიაზ?!“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com