ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ახალქალაქში – დედა და მისი სამი შვილი მეზობლებმა მოკლულები იპოვეს

ახალქალაქში – დედა და მისი სამი შვილი მეზობლებმა მოკლულები იპოვეს

სასტიკი მკვლელობა ახალქალაქში – დედა და მისი სამი შვილი მეზობლებმა მოკლულები იპოვეს. ბავშვებიდან უმცროსი 5 წლის, უფროსი კი 18 წლის იყო. დედასა და უფროს გოგონებს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, თავის არეში ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. უმცროსი ბიჭი კი გაგუდულია. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე სახლში გაზი გაუშვა, რათა, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის ინსცენირება მოეწყო. რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია ბრალდებულიც. 24 წლის ახალგაზრდა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com