ახალი ამბები
Home / Uncategorized / ახალი სიტყვა ქართულ ენაში

ახალი სიტყვა ქართულ ენაში

საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა შოთა მშვენიერაძემ და ლაშა მიქაბერიძემ ქართულ ენაში ახალი სიტყვა – სანივთე შემოიტანეს.

სიტყვა უკვე ოფიციალურ ლექსიკონებშია აღნიშნული და ბარბარიზმ “ბარდაჩოკის” შესატყვისად გამოიყენება.

ქართველი ახალგაზრდების ამ წარმატებასთან დაკავშირებით Geomediapress სიტყვის ერთ-ერთ ავტორს, შოთა მშვენიერაძეს ესაუბრა.

მშვენიერაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული სიტყვის მოწონება უდიდესი პატივია. “ცალსახად ძალიან მოხარულები ვართ, მეც და ლაშაც ვინაიდან მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ქართული ენის განვითარების საკითხში. აქვე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ქ-ნ ლია ქაროსანიძეს, ადამიანს რომლის ძალისხმევისა და მხარდაჭერის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ იდეის განხორციელება.”

შეგახსენებთ რომ სიტყვა მანქანის იმ ნაწილს აღნიშნავს რომელსაც ქართულ ენაში აქამდე შესატყვისი არ ჰქონდა და მხოლოდ ბარბარიზმი – “ბარდაჩოკი” გამოიყენებოდა.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ერთი კვირის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის ამოქმედების ბრძანებას გასცემს

თბილისის მერიაში აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და ტრანსპორტი ჩვეულ რიტმში ამოქმედდება. „მას შემდეგ, რაც ...