ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ახალი ლოქდაუნი- 15 მარტიდან იტალიის უმეტესი ნაწილი იკეტება

ახალი ლოქდაუნი- 15 მარტიდან იტალიის უმეტესი ნაწილი იკეტება

იტალიის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რამაც, შესაძლოა, 15 მარტიდან ნახევარი ქვეყნის ჩაკეტვა გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა  შესაბამის ბრძნებულებას 15 მარტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ლომბარდიის, ლაციოს, ემილია-რომანიას, ფრიული-ვენეცია-ჯულიას, ვენეტოს, პიემონტის, პულიას, მარკესა და ტრანტოს პროვინციები წითელ ზონად გადაკეთდება.

იტალიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის რომსა და მილანში, ორშაბათიდან მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს.http://emigrantebi.ge/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...