ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა,ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა

ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა,ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა

არნეულში, სოფელ ზემო სარალში მცხოვრებლები, ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობის, ასევე, სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა.

„კონფლიქტი აქამდეც ჰქონდათ, რის გამოც 2-3 თვის წინ დაშორდნენ. ბიჭმა ცოლ-შვილი მიატოვა. უფროსი ბავშვი პირველ კლასშია, დანარჩენები უფრო პატარები არიან. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა ასეთი სისასტიკე აღარ განმეორდეს“, – აცხადებენ სოფელში.

ამასთან, კიდევ ერთი მეზობლის თქმით, პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, იარაღის საყიდლად თბილისში იმყოფებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სავარაუდო ბრალდებული უკვე დააკავეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...