ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ` აჭარის ყველა მკვიდრ ქართველს, ჩემს ძმებს და დებს, ვულოცავ 25 აგვისტოს – ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის გათავისუფლების დღეს!

` აჭარის ყველა მკვიდრ ქართველს, ჩემს ძმებს და დებს, ვულოცავ 25 აგვისტოს – ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის გათავისუფლების დღეს!

`აჭარის ყველა მკვიდრ ქართველს, ჩემს ძმებს და დებს, ვულოცავ 25 აგვისტოს – ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის გათავისუფლების დღეს! ამ დიად გამარჯვებაში დიდია რუსეთის იმპერიის წვლილი, რომლის გარეშე არც აჭარა დაუბრუნდებოდა უკვე გაერთიანებულ დედასამშობლოს და არც სამეფო-სამთავროებად დაშლილი და დემოგრაფიულად თუ ეკონომიკურად გაპარტახებული საქართველო გაერთიანდებოდა მანამდე.

მჯერა, რომ დადგება ის დღეც, როცა 25 აგვისტოს ოფიციალურად ვიზეიმებთ (ყოველგვარი ანტითურქული ქვეტექსტების გარეშე, პოზიტიურად, პროქართულად).
მიხარია, რომ აჭარის საზოგადოების ნაწილი, კერძოდ, კომუნისტები, დღეს მივიდნენ სოფელ ხუცუბნის საძმო სასაფლაოზე, რომლის გადარჩენაში დიდი როლი შეასრულეს თავად ხუცუბნელებმა, განსაკუთრებით, თხილაიშვილების ოჯახმა (მამა-შვილი ოთარ და იმედა თხილაიშვილები).

ასევე აღვნიშნავ, რომ თუ არა ბ-ნი სოსო ქორიძის მონდომება, რომელმაც ჩემი ყურადღება მიაპყრო სააკაშვილის დროს გავერანებულ სასაფლაოს (არადა, მანამდე, ასლან აბაშიძის ხელისუფლება უვლიდა მას), არავინ იცის, დღეს რა ვითარებაში იქნებოდა ეს საპატივსაცემო ადგილი… თავის დროზე არც ბატონმა ნიაზ ბოლქვაძემ მოაკლო ყურადღება ამ ადგილს და ჩემი მოწვევით ყოველთვის ბრწყინვალე საზოგადოება იკრიბებოდა ხოლმე აქ. გავიცანი შესანიშნავი ხალხი, როდესაც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის რანგში ვარემონტებდი სასაფლაოს. ასევე დავდგით სოფ. ციხისძირის დაკარგულ საძმო სასაფლაოს სავარაუდო ტერიტორიაზე ჯვარი და ლოდი, იქ დაკრძალული მეომრების საპატივსაცემოდ. მადლობა ბ-ნ ხვიჩა გამარჯობაძეს ყოველგვარი ხელშეწყობის მცდელობისთვის, ბათუმელ რაულ მელაძეს და ყველა მათ, ვინც რაიმე სახით მიიღეს მონაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში ან აწი მაინც მივლენ ჭეშმარიტი გმირებისადმი პატივის მისაგებად.
კიდევ ერთხლე გილოცავთ ამ დიად დღეს! ვაშა!“

გულბათ რცხილაძე

„Всех жителей Аджарии, моих братьев и сестёр, поздравляю с датой 25 августа – Днём освобождения Аджарии от владычества Осамнской Турции! В этой победе велика рольРоссийской Империи, без которой Аджария не воссоединилась бы с метерью-родиной и сама Грузия, уже объединившаяся в составе России, никогда не смогла бы достичь этого в условиях феодальной разрозненности, демографической и экономической разрухи.
Верю, что настанет время, когда 25 августа будем праздновать официально (безо всяких антитурецких подтекстов, позитивно, про-грузински).
Я рад, что часть аджарской общественности, конкретно – коммунисты, сегодня пришли на братское кладбище в село Хуцубани, в спасении которого большую роль сыграли сами хуцубанцы. Особенно – семья Тхилаишвили (отец с сыном Отар и Имеда Тхилаишвили). Также отмечу, что если бы не Сосо (Семён) Коридзе и его усердие, который привлек мое внимание к попавшему во время саакашвили в плачевное состояние кладбищу (хотя до него Аслан Абашидзе обеспечивал должную сохранность кладбища), никто не знает, в каком положении было бы это уважаемое место сегодня… В свое время внимание оказал и г-н Нияз Болквадзе, по моему приглашению на этом месте всегда собиралась отличная публика. Я здесь познакомился со многими замечательными людьми, когда в ранге руководителя Института Евразии ремонтировал братское кладбище Хуцубани. Мы также установили крест и мемориальную глыбу на предполагаемом месте потерянного еще одного братского кладбища в селе Цихисдзири, в честь захороненных там воинов. Спасибо г-ну Хвича Гамарджобадзе за все попытки помочь, батумцу Раули Меладзе и всем, кто как-то связан с этим добрым делом или же хоть впредь пойдет оказать честь истинным героям.
Еще раз поздравляю с этой Великой датой! Ура!“

Гулбаат Рцхиладзе

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...