ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 12:00 საათზე ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.

მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com