ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აშშ-ის კონგრესმა სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უნდა უყაროს კენჭი

აშშ-ის კონგრესმა სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უნდა უყაროს კენჭი

President Trump and Chinese Vice Premier Lieu hold signing ceremony for trade deal

Posted by TIME on ოთხშაბათი, 15 იანვარი, 2020

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე დემოკრატებმა ახალი მტკიცებულებები წარადგინეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი მტკიცებულებები უკრაინელი ბიზნესმენის ლევ პარნასის სატელეფონო ჩანაწერებსა და წერილებს ეფუძნება.

დემოკრატების მტკიცებით, მას ჯო ბაიდენის საქმესთან დაკავშირებით უკრაინელ მაღალჩინოსნებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესმა ახლა იმპიჩმენტის ბრალდებების სენატში გაგზავნას უნდა უყაროს კენჭი.

შეგახსენებთ, გასული წლის 25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამის საფუძველი ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. 4 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com