ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აღარ გვინდა კომბლები-„კომბლები სხვენში შევინახოთ“-ლევან ვასაძე

აღარ გვინდა კომბლები-„კომბლები სხვენში შევინახოთ“-ლევან ვასაძე

„რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდი“ არ იქნება, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის გაკეთებული საჩუქარია“-ვასაძე ემიჯნება ყველა ისეთ მხარდაჭერს, ვინც მისი თქმით, „კომბალს სხვენში არ დადებს“.

„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენის ინფორმაციით, დღეს საღამოს ის ამერიკულ ტელეარხ CBN-ს ვრცელ ინტერვიუს მისცემს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას გააჟღერებს.

„დღეს საღამოს ვრცელ ინტერვიუს მივცემთ დიდ ამერიკულ კონსერვატიულ ტელეარხს CBN რომელსაც 200 მილიონი ადამიანი უყურებს ტრამპის ჩათვლით. მათ იციან, რომ თუ ვერ გავედი კავშირზე. ე.ი. დაპატიმრებული ვარ და ჩემი მიმართვა ტრამპის მიმართ მაინც გავა CBN-ზე“. – განაცხადა ლევან ვასაძემ.

გარდა ამისა, ვიდეო-მიმართვაში ვასაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემი მაინც შეეცდება პრაიდის ჩატარებას, ის და მისი მხარდამჭერები შიშველი ხელებით შეეცდებიან მათთვის ხელის შეშლას.

„მე არ მესმის, რად გინდათ ეს იმიტომ, რომ რაც უფრო ორგანიზებულები მოვალთ ჩვენ იქ, მით უფრო კარგად დავიცავთ წესრიგს, რათა ეს უბედურები არავინ გახლიჩოს შუაზე და უბრალოდ გავათრიოთ იქიდან. ჩვენ მოძრაობა შევქმენით იმისთვის, რომ დაგხმარებოდით წესრიგის შექმნაში, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, თითქმის არ მძინებია გასულ ღამესაც, სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ჩვენს ძმებს ვეუბნები, რომ მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ ჩვენს სახელწმიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ დავშალოთ ნებისმიერი კორდონი და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და მათ ჩაატარებინებთ პრაიდს, მერე თქვენს თავს დააბრალეთ. მერე ვეღარავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი კანცელარიას მოადგება ხალხი, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სახლს, მე ვიხსნი ყოველგვარ პასუხისმგებლობას,“ – განაცხადა ვასაძემ.

 

~

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com