ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ”-ნაბაკევის მცხოვრები გალის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობაზე

“აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ”-ნაბაკევის მცხოვრები გალის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობაზე

აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ. რუსების მხრიდან ხშირად არის ფიზიკური ძალადობა- აცხადებს ნაბაკევის მცხოვრები , რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო.

ფაქტი ნაბაკევის შუა გულში მოხდა. დაკავების პროცესი ვნახე, როგორ მოვიდა მანქანა, ჩასვეს და წაიყვანეს. ნასვამი იყო და დაკავების დროს იყო სიტყვიერი შელაპარაკება. მერე ალბათ, იქაც გაგრძელდა და რაც მოხდა, ყველამ ვიცით. მერე, ცუდად გამხდარა, საავადმყოფოდან ექთნებიც მიუყვანიათ. აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ. რუსების მხრიდან ხშირად არის ფიზიკური ძალადობა, ძალიან ხშირად სცემენ მითუმეტეს დაკავებულებს “, – განუცახდა თვითმხილველმა “ინტერპრესნიუსს”.

შეგახსენებთ, რონ გუშინ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.ამის შესახებ ინფორმაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com