ახალი ამბები
Home / Uncategorized / აქციაზე დაკავებული გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე გვიან ღამით გაათავისუფლეს

აქციაზე დაკავებული გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე გვიან ღამით გაათავისუფლეს

გუშინ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დაკავებული  ლიდერი გიორგი გაბედავა გაათავისუფლა. როგორც  შსს-ში განუცხადეს, პოლიციის განყოფილებები დატოვეს ასევე „ქართული მარშის“ იმ ლიდერებმა, რომლებიც გამოკითხვაზე ჰყავდათ გუშინ მთელი დღის განმავლობაში გადაყვანილი – გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე., ისინი გვიან ღამით გაათავისუფლეს.

„ქართული მარშის“ გუშინდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 39 პირი დააკავა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე დატოვა, ხოლო ნაწილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

რაც შეეხება არასრულწლოვანს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელს თავს დაესხა, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული პირი დაკავებულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ანზორ ქოქოლაძე: „სააკაშვილ-კეზერაშვილ- ხაზარაძის თაღლითურმა ჯგუფმა, რომელმაც წამართვა და გადაიფორმა კომპანია „ელიტ-ელიტრონიქსი“, ახლა აცხადებს, რომ თითქოსდა დაზარალებულია, მე კი ბრალდებული“

თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება  კომპანია „ელიტ-ელიტრონიქსი“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო  განხილვები. 2011 წელს, სააკაშვილ-ხაზარაძე-კეზერაშვილის თაღლითურმა ჯფუფმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com