ახალი ამბები
Home / Uncategorized / აფხაზური ვალუტა – 500 აპსარი-აფხაზეთში დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს

აფხაზური ვალუტა – 500 აპსარი-აფხაზეთში დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს

აფხაზეთში დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს. ეს არის აფხაზური ვალუტა – 500 აპსარი. უკანა ფონზე აფხაზი მებრძოლები ჩანან, ხელში აფხაზური დროშით. აქ ნახავთ შვიდ ვარსკვლავსაც, რომელიც “სახელმწიფო“ სიმბოლიკაზეა დატანილი. ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან “გამარჯვების“ 25 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ასევე, ბანკნოტზე გამოსახულია აფხაზეთის “სახელმწიფო გერბი“ და რუქა. ასევე, სილუეტი სოხუმის არქიტექტურული კომპლექსის, სიმბოლური ციხე-კოშკის ფონზე. ბანკნოტი მხატვრებმა, ბატალ ჯაპუამ და ტიმურ კატიანმა შეიმუშავეს.

ფული წარმოებაში 29 სექტემბერს ჩაეშვება.

“აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის, ბესლან ბარათელიას თქმით, ეს არის ქაღალდის პირველი ფული აფხაზეთის ისტორიაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„უკვე ჩამოწერილი,უიმედო სესხების განულება მოხდა“-რომან გოცირიძე

„  რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში  საინტერესო პოსტს აქვეყნებს: „რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, როცა სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com