ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აფეთქება  ზემო ფონიჭალაში : ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან

აფეთქება  ზემო ფონიჭალაში : ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან

 ზემო ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან. 

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რითაც მოხდება ფილის აწევა და გამოჩნდება რა სურათი გვაქვს. ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან ფილის ქვეშ, მაგრამ მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

არსებული ინფორმაციი   საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება.

„მესამე სართულზე ამ დროისთვის იმყოფებოდნენ მშობლები და მცირეწლოვანი შვილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა დედა და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ამ ეტაპზე ნაპოვნები არ არიან. დროულად გამოცხადდა საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მოხდა კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნა კუპატაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com