ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აფეთქება დიღომში, ოთხი დაშავებულიდაან ორი კლინიკაშია გადაიყვანილი

აფეთქება დიღომში, ოთხი დაშავებულიდაან ორი კლინიკაშია გადაიყვანილი

 დღეს სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქება მოხდა, რომლის  შედეგად ოთხი პირი დაშავდა.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი დაშავებულიდან ორი კლინიკაში გადაიყვანა,ორის საავადმყოფოში გადაყვანა კი საჭირო არ გახდა.თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შედეგად დარტყმის ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე სახლის ფანჯრებზე შუშები ჩაამსხვრია.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და  სამართალდამცველები, ასევე კომპანია „ყაზტრანსგაზის-თბილისის“ წარმომადგენლები  ადგილზე იმყოფებიან. აფეთქების ადგილას პოლიციის მიერ პერიმეტრი შემოსაზღვრულია. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირი სახელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com