ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ აუცილებელია სვანეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს“

„ აუცილებელია სვანეთის მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასური გადაიხადოს“

ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50 %-იან სუბსიდირებას ახდენს, სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

„იგეგმება თუ არა იმ მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა.“

დავით ნარმანია აცხადებს, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველა მოსახლემ უნდა გადაიხადოს.

„ეს ეხება ფიზიკურ პირებს. იურიდიული პირები დიდწილად იხდიან. როდესაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ამოღების მაჩვენებელი დაბალი აქვს, ბუნებრივია, მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ იქ ინვესტირება განახორციელოს. შესაბამისად, ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში შესაძლოა, ქსელი ეტაპობრივად მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი გადასახადი იქნას გადახდილი, რათა ამოღებული ფულით „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეძლოს ქსელის გამოცვლა, დამატებითი ინვესტიციების გაკეთება, ქსელის გაძლიერება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ქსელი გაძლიერდეს“, – აცხადებს „სემეკის“ თავჯდომარე დავთ ნარმანია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com