ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / -აუცილებელია გამოირიცხოს ვაქცინაციისას რაიმე იძულებითი – სანქცირებითი სამართლებრივი მექანიზმები“-ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

-აუცილებელია გამოირიცხოს ვაქცინაციისას რაიმე იძულებითი – სანქცირებითი სამართლებრივი მექანიზმები“-ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას

ცალკეული ეპიდემიოლოგების მიერ ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ავრცელებს საგანგებო განცხადებას ცალკეული ეპიდემიოლოგების მიერ ბოლო დღეებში ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პოზიციებზე. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური პროცესის სათანადო მართვისთვის, თუმცა იმისათვის რომ ხელისუფლების მხრიდან ეს პროცესი განხორციელდეს კანონიერად, საქართველოს კონსტიტუციით დაცული პრინციპების ფარგლებში, აუცილებელია გამოირიცხოს ვაქცინაციისას რაიმე იძულებითი / სანქცირებითი სამართლებრივი მექანიზმები. ამ მიმართულებით უცხოეთის ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გადაწყვეტილებებით და ჩამოყალიბებული გამოცდილებით, ვაქცინაციის პროცესი ნებაყოვლიბითია. ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ვაქცინაციის პროცესი განხორციელდეს საზოგადოებისათვის სათანადო დასაბუთებით და დარწმუნებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება არ განახორციელებს ვაქცინაციის იძულების ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებს. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი განახორციელებს საზოგადოებრივ კონტროლს პროცესზე და სათანადო, ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების არაკონსტიტუციურ მოქმედებებზე“, – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, გაიზრდება დასაქმება“-ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქვეყანაში 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, რაც ...