ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება“

„არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება“

არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინმსწრები ვერსიების გაჟღერების შთაბეჭდილება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების მიზეზებს -ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში თუ სხვა შესაძლო შედეგებს. ვთხოვთ ოჯახს, რომ ტელეფონი მოგვაწოდოს, რადგან ტელეფონი არის ინფორმაციული ასეთ დროს. მასში შეიძლება გარკვეული ინფორმაცია იყოს ბოლო კონტაქტების, შემხვედრი პირების შესახებ. გამოძიებას არ წარუდგინეს ტელეფონი, არ ვიცი, ეს შეგნებულად თუ სახლში არ მოხდა ამის მოძიება. ვთხოვ მის მეგობრებსაც, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი ახლაც იკითხება, რამდენიმე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მათაც გულითადად მოვუწოდებთ, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას.

ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების მიზეზებს“, – განაცხადა ჭელიძემ.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...