ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა- რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა”- განუცხადა კრემერმა

„არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა- რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა”- განუცხადა კრემერმა

 დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?  ირმა ინაშვილი  მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი სთხოვდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ღონისძიებას დაესწროექსპერტმა დევიდ კრემერმა  ისაუბრა ინციდენტზე, რომელიც მოხდა საერთაშორისო კონფერენციაზე Now What-ზე და აღნიშნა, რომ ამაში პოლიტიკური არაფერი ყოფილა.

“არ ვიცოდი, ვინ იყო მიკროფონიანი ბიჭი, არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა და რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ის “პატრიოტთა ალიანსიდანაა” და ასევე, ვიცე-სპიკერია. ვიფიქრე, რომ რაც მათ გააკეთეს, ძალიან უხეში იყო და შლიდა კონფერენციას. მათ შეუძლიათ დასწრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ ისე, როგორც დანარჩენმა სხვებმა, რაც ნიშნავს დარეგისტრირებას და მონაწილეობის მიღებას წყნარად, სანამ მათ სიტყვით გამოსვლისთვის დაუძახებენ. არაფერი პოლიტიკური ამაში არაა, მხოლოდ ვიფიქრე, რომ ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა”- განუცხადა კრემერმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com