ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არ დამალო ძალადობა-ილაპარაკე“-ქალთა მიმართ ძალადობამ იმატა (video)

„არ დამალო ძალადობა-ილაპარაკე“-ქალთა მიმართ ძალადობამ იმატა (video)

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ხედვები, საზოგადოებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება და პრობლემას სხვაგვარად შევხედოთ. სამწუხაროდ, ყველაზე ვერ გექნება ზეგავლენა, მაგრამ რამდენიმე ადამიანზეც თუ მოვახდენთ ზეგავლენას და ვისაუბრებთ ამ თემაზე, მგონი, უკეთესობა იქნება“.

ამწუთებში USAID/PROLoG-ისმხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მართავს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხების შესახებ კვლევის პრეზენტაციას#ქალთაისტორიისთვე2019-ის ფარგლებში. დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები.

**

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა. ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ ხვალ დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.  

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით,საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ  ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშიის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

#ილაპარაკე

არ დამალო ძალადობა! #ილაპარაკე

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on ხუთშაბათი, 10 იანვარი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com