ახალი ამბები
Home / კვირის სიახლეები / „არ გვინდა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში- გაირყვნებიანო, იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით? სად ეგდო ბავშვის მამა? “-უფლებადამცველი ბაია პატარაია

„არ გვინდა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში- გაირყვნებიანო, იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით? სად ეგდო ბავშვის მამა? “-უფლებადამცველი ბაია პატარაია

 

უფლებადამცველი ბაია პატარაია კასპში მომხდარ მკვლელობას, სადაც 16 წლის დედამ 7 თვის შვილი გაგუდა სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.
მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა).
ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არსი ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება… ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?
პ.ს. ახლა ამბობენ, ბავშვს ცუდად ექცეოდაო. მერე??? სად ეგდო ბავშვის მამა? სად იყვნენ სხვა ოჯახის წევრები, როცა ეტყობა ადამიანს არაადეკვატურობა??? მარამ პატარა ბავშვი, ხომ მხოლოდ დედის საზრუნავია ამ ქვეყანაში, თუნდაც ის დედა 16 წლის იყოს თვითონ და ვერ უმკლავდებოდეს დედობას.
პ.პ.ს. არა, არ გვინდა სექსუალური განათლება და იმის ცოდნა, როგორ არ დაორსულდეს არავინ 14 წლის ასაკში. გაირყვნებიანო ცოდნით. იქნებ გადარჩებიან ამ ცოდნით?! ვინმე გრძნობს პასუხისმგებლობას?”. – წერს პატარაია.

plus.kvira.ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com