ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არ გავიკეთებ ნარკოტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში,გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი“- გიორგი გახარია

„არ გავიკეთებ ნარკოტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში,გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი“- გიორგი გახარია

პარატია „ საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ ენდობა საქარ თ ველოში ჩატარებულ ნარკოტეტსდს:

„ კახა კალაძე დ ა ოცნების“ „ბოსებმა“ განაცხადეს, რომ მათთვის ეს საკითხი უკვე დახურულია და ეს თემა ამოწურულია. ეს საკითხი ჩემთვის დახურული არაა და მხოლოდ ახლა ვიწყებ ამაზე საუბარს. რა თქმა უნდა, მარტივია, შემოაგდო თემა და შემდეგ შენივე ტელევიზიებით ჩართო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ადამიანების ბრალდებაზე მუშაობს. შემდეგ ერთ-ერთ შენს პროპაგანდისტულ ტელევიზიაში გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშვნელოვან ინტერვიუში ჟურნალისტი იწყებს და ასრულებს ინტერვიუს პრიმიტიული კითხვით – ნარკოტესტს ჩაიტარებთ თუ არა. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის სუს-ის მუშაობა და რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, პირველ რიგში იმიტომ, რომ პატივს ვცემ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ამომრჩევლებს.

ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულეციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“, – განაცხადა გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...