ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ გავურიგდები -„ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!“-ირმა ინაშვილი

არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ გავურიგდები -„ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!“-ირმა ინაშვილი

„დღეს ყველა ტელეარხი და ჟურნალისტი მეკითხება,- რატომ არ ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. გპასუხობთ ყველას:

ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ელჩებს ჩვენ ვხვდებით ან მარტო ან ე.წ. რაუნდებზე, სადაც არის ხელისუფლებაც და საერთოდ სულყველა;

რამდენადაც მე ვიცი (შეიძლება, სწორად არც ვიცი), ეს იყო 7 პარტიის შეხვედრა და მე კვლავ ვამბობ:

ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!

ჩვენი მოთხოვნები იგივეა, რაც იყო. პირველი- ახალი არჩევნები გაზაფხულზე! მეორე- გაზაფხულზევე ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები. მესამე- გაზაფხულზევე არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო ყველასათვის. მეოთხე- გაზაფხულზევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ან გაყალბებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი გახდეს 12 წლიდან ზემოთ. მეხუთე- საარჩევნო გარემოს ანუ ცესკოს და ა.შ. შეცვლა.

რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით მესამე რაუნდს.

ამ პუნქტთაგან ერთ- ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, – წერს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„43%-იანი ზღვარი ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება- მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა“-გიორგი გახარია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება; -„ეს შიშისგან ...