ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არც ანაკლიას ვეფარებით და არც „თიბისი“ ბანკს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას და მომავალს“-მამუკა ხაზარაძე

„არც ანაკლიას ვეფარებით და არც „თიბისი“ ბანკს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას და მომავალს“-მამუკა ხაზარაძე

 მამუკა ხაძარაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკზე დარტყმა ქვეყნის იმიჯს დააზიანებს:

„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს; მინდა ამაზე ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მე გითხარით იმის შესაძლებლობა, რომ მაისში და ივნისში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიოს ექვსი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის; ასევე, ევრობანკი, ოპეკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი. 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამითაც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. ახლაც ისე იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, თუ რა თქმა უნდა, ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, ყველა დაინტერესებულ მხარეს და პარლამენტს იმიტომ მოვუწოდეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე – ბიზნესის კეთება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com