ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 35 წლის ქართველი სამხედრო გასული წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვარზე ოს სამართალდამცველებთან სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად დააკავეს და წამებით მოკლეს. ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოეცა.

სამხრეთ ოსეთის დეფატქო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი, ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა სხეულზე.
სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირებულია ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი, რომელშიც წერია , რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივს პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები მიაგებენ.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com