ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

 

 

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. თალაკვაძის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თანამდებობაზე არჩევას მხარი დღევანდელ პლენარულ სესიაზე 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არცერთი წასულა. რეგისტრაცია პარლამენტის 101-მა წევრმა გაიარა.
კენჭისყრას „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ცნობისათვის, მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014 -2016 წლებში ის შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2014 წლებში კი  სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com