ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! -ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!” -ირმა ინაშვილი

„ არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! -ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!” -ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა სამარცხვინო უწოდა ჩაარებულ საპარლამენარჩევნებს, რომელიც ტოტალურად გაყალბდა.

.ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებენ დათმობას, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის!””მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია – არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა!” – წერს ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

“აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ამ არჩევნებში მიეღო 3%!

შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე.

ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას!

-იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!” – წერს ირმა ინაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...