ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არსენ ტოროსიანმა ან უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აყენებს საქართველოში კოვიდ19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორეს ეჭვქვეშ?“-თენგიზ ცერცვაძე

„არსენ ტოროსიანმა ან უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აყენებს საქართველოში კოვიდ19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორეს ეჭვქვეშ?“-თენგიზ ცერცვაძე

„არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. იმ ფონზე, როდესაც 22 მაისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ19“-ის 6302 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 77 გარდაიცვალა, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. ჩვენ ვეპატიჟებით არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში,“ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეეხება, არაკორექტულს უწოდებს. ცერცვაძე თვლის, რომ არსენ ტოროსიანმა ან უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აყენებს საქართველოში კოვიდ19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორეს ეჭვქვეშ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში უნდა მოიხადოს.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ ააგორა ცილისმწამებლური სკანდალი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ?- „გამოვათრევთ ბოკერიას და ვაგებინებთ საჯაროდ პასუხს“(ვიდეო)

Posted by Sandro Breg on ორშაბათი, 25 მაისი, 2020 „არასამთავროები ცდილობენ მეუფე გიორგი ჯანდელიანის წინააღმდეგ ...