ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არსებული ინფორმაციით, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სხვა კომენტარს უწყებაში არ აკეთებენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უკვე დაკავებულია დაჭრაში ბრალდებული პირი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საფანტიანი თოფი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქვემო ბოდბეში სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილის დაჭრეს. დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს თავს ყვავი დაესხა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს თავს. ყვავი დაესხა.ამის შესახებ AMBEBI.GE-ის თვითმხილველმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, ფრინველის თავდასხმის ...