ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი არჩევნების შესახებ:
„ისევე როგორც ფულით ნაყიდი სიყვარული არალეგიტიმური და უკანონოა, ასევე ფულით ნაყიდი ძალაუფლება და არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა“-ამბობს პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ კარგად უნდა გააცნობიეროს როდის არის დრო მოსვლის და როდის წასვლის.
„არის დრო ქვების შეგროვებისა და არის დრო ქვების სროლისა. დღეს მათ მიმართ ქვების სროლის დრო დადგა“- ამბობს ნათელაშვილი.