ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არეულობა ოცნებაში-ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა-„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა“

არეულობა ოცნებაში-ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა-„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა“

ოცნებაში შიდა კრიზისია, ამის შესახებ დღევანდელ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, როდესაც კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და საკმაოდ მიმანიშნებელი განცხადებები გააკეთა.

“, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე  ეკა ბესელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  სოფიო კილაძეს  კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც კილაძემ აღნიშნა, ბესელიას გადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების თემასთან დაკავშირება ყადგილოა, რადგან  ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

 ეკა  ბესელიას  აცხადებს, რომ  „მოვა დრო და ვიღაცები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიღაცები კი ისეთ ზონაში შედიან, სადაც თავად დაიკარგებიან და მათ წინდახედულობასა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს“

„ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა. როგორც სჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და ვიღაც არ აღმოჩნდეს ამაზე უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს. რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს  გამისასვლელ გზას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 ბევრი რამ ხდება კულისებს მიღმა, ვფიქრობ ოცნების  შიდა სამზარეულოს ამბები მალე გამომზეურდება.

ნინი ბეანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com