ახალი ამბები
Home / აქცია / „არა- ნაცმოძრაობას! არა- წარსულში დაბრუნებას! გასამართლდეს დამნაშავე რეჟიმი! “-(ვიდეო)

„არა- ნაცმოძრაობას! არა- წარსულში დაბრუნებას! გასამართლდეს დამნაშავე რეჟიმი! “-(ვიდეო)

2018 წლის 23 ნოემბერი. ბათუმი. არა- ნაცმოძრაობას! არა- წარსულში დაბრუნებას!

საპროტესტო აქცია ბათუმში, ერას მოედანზე! არა- ნაცმოძრაობას! არა- წარსულში დაბრუნებას! გასამართლდეს დამნაშავე რეჟიმი! 2018 წლის 23 ნოემბერი.

Posted by დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი on პარასკევი, 23 ნოემბერი, 2018

 დღეს  გაიმართა საპროტესტო აქცია ბათუმში, ერას მოედანზე პადრიოდთა ალიანსის“მიერ.
არა- ნაცმოძრაობას! არა- წარსულში დაბრუნებას! გასამართლდეს დამნაშავე რეჟიმი! 
„კოდორი სააკაშვილმა და  ბოკერიამ ჩააბარა, ახლა აფახაზებმა როცა დაგვპატიჟეს სოხუმში, ამბობენ, რომ ცუდია.ქ-ნი ადა მარშანია და გიორგი ლომია გაფრინდნენ მოსკოვში და გაფრინდნენ პირდაპირი რეისით ღიად, მაგრამ რუსთავი 2-ისგან შევიტყვეთ, რომ საიდუმლოდ გაფრენილან. ყველამ დაინახა, რომ მიფრინავდნენ.
მეორე: იმ შეხვედრაზე სხედან ქ-ნი მარშანია – ჩადრი არ აცვია და გიორგი ლომიას ნიღაბი არ აქვს, ყველანი ვხედავთ და რაში ჩანს ეს საიდუმლოება ვერ ვხვდები! საჯაროდ სხედან და მეორე მხარეს აფხაზები და ოსები სხედან მაგიდასთან. რა არის იქ ფარული არც ეს მესმის!
მესამე: გვაჩვენეს ორი სიტყვა, სადაც ბ-ნმა გიორგი ლომიამ თქვა, რომ მადლობელი ვართ, რომ მოგვიწვიეთ -რუსეთს ეუბნება და გაგრძელება რა არის?! გაგრძელება არ გვაჩვენეს! ბ-ნმა ლომიამ თქვა, რომ დიდი მადლობა რუსეთს, რომ გამოთქვით სურვილი, რომ
დ ა ლ ა გ დ ე ს საქართველოსთან ურთიერთობა! და საქართველოსთან ურთიერთობა მხოლოდ ტერიტორიების აღდგენით და ო ს ე ბ თ ა ნ და ა ფ ხ ა ზ ე ბ თ ა ნ ურთიერთობის დალაგებით შეიძლება დალაგდეს და მე ვერ ვხედავ ამაში ცუდს ვერაფერს!
მეოთხე: რუსთავი2-ის სიუჟეტიდან გავიგე, რომ თანაბრად ესაუბრებიან თურმე ქ-ნი ადა და ბ-ნი გიორგი და აბა როგორ უნდა ესაუბრონ, მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრნენ ო ს ე ბ ი და ა ფ ხ ა ზ ე ბ ი?! და ჩვენ კიდევ ვისხდეთ არათანაბრად?! როგორ უნდა ვისაუბროთ?! მერე კიდევ მთელი რიგი რაღაც ტყუილი, ცრუ ბრალდებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უზნეო განმარტებებთან და შავ პიართან გვაქვს საქმე!
მე გეტყვით რა ხდება: დიდი, საქართველოსთვის სასიკეთო და შესაქები რაღაც ხდება, რომ: ჩვენი დეპუტატები: ვგულისხმობ ქ-ნ ადას, კვლავ უნდა შევახსენო საზოგადოებას: ქ-ნი ადა არის
ა ფ ხ ა ზ ი, დაბადებული და გაზრდილი სოხუმში! არის ძირძველი, სოხუმელი ცნობილი ოჯახიდან და საერთოდ, მარშანიები არიან
ა ფ ხ ა ზ ი თავადები. ამას დღეს იქ მნიშვნელობა აქვს: აფხაზები პატივს სცემენ წარმომავლობას, გვარიშვილობას. ქართველებიც პატივს სცემენ, ეს რუსთავი2 არ სცემს პატივს გვარიშვილობას, თორემ ამ ოჯახს აქვს აფხაზეთში ავტორიტეტი. და ეს არის სწორედ ის აფხაზი ქალბატონი, რომელიც საქართველოშია დღეს, თბილისში ცხოვრობს, ჩვენი დეპუტატია და იღწვის საქართველოს ერთიანობისთვის!
დღეს შედგა შეხვედრა აფხაზებთან და ოსებთან რუსეთის მონაწილეობით, თუმცა იქ კონფერენცია იყო და ო რ მ ო ც ქვეყანაზე მეტი მონაწილეობდა, მაგრამ ცალკე მოხდა აფხაზებთან შეხვედრა და ეს არის შესანიშნავი! რაზე შეიძლება იქ ელაპარაკა ლომიას ან ადას?! ცხადია, არსებობს გადაულახავი პრობლემები: ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიან საქართველოზე და აფხაზები ლაპარაკობენ დამოუკიდებლობაზე, მაგრამ შეხვედრა რომ დგება ეს კარგია. მეორე: ჩვენ ვთავაზობთ: მოდით ჯერ ვილაპარაკოთ შერიგებაზე, რადგან უამრავი სისხლია დაღვრილი და ჩვენს შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი…”- დავით თარხან-მოურავი, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
ცხადია, არსებობს გადაულახავი პრობლემები: ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიან საქართველოზე და აფხაზები ლაპარაკობენ დამოუკიდებლობაზე, მაგრამ შეხვედრა რომ დგება ეს კარგია.
მეორე: ჩვენ ვთავაზობთ: მოდით ჯერ ვილაპარაკოთ შერიგებაზე, რადგან უამრავი სისხლია დაღვრილი და ჩვენს შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი, მათ შორის ეს უფსკრული იმის ხარჯზეც არის გაჩენილი, რომ ს ა ა კ ა შ ვ ი ლ მ ა და ვისაც ეხლა რუსთავი 2 მხარს უჭერს, სამარცხვინოდ გაყიდა და ჩ ა ა ბ ა რ ა კოდორი, ახალგორი და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ გველაპარაკებიან აფხაზები, ოსები. ეხლა ვლაპარაკობთ შერიგებაზე, თუ ძმობაზე ვლაპარაკობთ, ეს ძმობა უნდა აღვადგინოთ. მერე უნდა ვიმოძრაოთ, ცხადია, ჩვენ იქით ვიმოძრავებთ, რომ გავერთიანდეთ როგორც ქვეყანა, საქართველო გახდეს ერთიანი!
ჩვენ თუ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი შეგვეხვეწებიან – არ შეგვეხვეწება არავინ! თუ იმის იმედი, გვაქვს, რომ გვეტყვიან ვბრუნდებით საქართველოში- ესეც ტყუილია!
25 წელი გავიდა იმ ტრაგიკული კონფლიქტიდან, ეხლა კიდევ რამდენიმე კონფლიქტი. ეს ხალხი სოხუმში 30 სექტემბერს ყოველწლიურად დღესასწაულობს ქართველ დამპყრობლებზე სამამულო გამარჯვებას! მესამე თაობა იზრდება ამ აზრებით და ჩვენი ქვეყანა არაფერს არ აკეთებს! ამ დაძაბულ ვითარებაში ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ შევრიგდეთ, გადავლახოთ ეს უფსკრული. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ასეთი განცხადებები აღარ იყოს, რომ: ქართველ დამპყრობელზე გამარჯვება, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თუ ძმები ვართ, შევწყვიტოთ ასეთი საუბარი,
გაიცნოს ახალმა თაობამ ერთმანეთი. იმათ ეს სულ არ უნდათ, ჩვენ ვითხოვთ ამას და თანხმდებიან ეხლა ისინი! შეწყდეს ეს დადანაშაულება, რომ ქართველები არიან დამპყრობლები! არა ვართ ჩვენ დამპყრობლები, ქართველები იქ ძირძველი მოსახლეობა ვართ! მოდი შევრიგდეთ, აღვადგინოთ ეს ურთიერთობები და მერე ვიმოძრაოთ წინ! ცხადია, ჩვენი მთავარი ინტერესი საქართველოს კეთილდღეობა და საქართველოს გაერთიანებაა! ეს პროცესი დაიძრა.
—შეხვედრა მოხდება აფხაზეთშიც, მოვა ეს დრო, ეს მალე იქნება და ეს უნდა უხაროდეს საქართველოს და ქართველ ხალხს!
ვის არ უ ნ დ ა საქართველოს გაერთიანება?! ის, ვინც დღეს ტელევიზიით გვეუბნება, რომ აფხაზებს და ოსებს რომ შევხვდით, ეს თურმე ღალატია, ან კოლაბორაციონიზმია. საოცრებაა, როგორ უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და როგორ უნდა შევრიგდეთ ოსებთან და აფხაზებთან, თუ მათ არ შევხვდებით?! ქრთველ ხალხს ვეუბნები:
ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენ ვიღწვით საქართველოსთვის და ვიღწვით იმისთვის, რომ საქართველო გაერთიანდეს, მაგრამ ეხლა ჯერ უნდა გადავტეხოთ ის სიბრაზე, რაც აფხაზებს, ოსებს და ქართველებს შორის არსებობს, ის უფსკრული, რაც ჩვენს შორის არსებობს და ხაზს ვუსვამ: ამ უფსკრულის გაღრმავებაში სააკაშვილებმა, ბოკერიებმა და ამათმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს, როცა სამარცხვინოდ, გარიგებით გაყიდეს და ჩ ა ა ბ ა რ ე ს ეს ტერიტორიები!
და სულ ხელის შეშლა გვექნება სააკაშვილებისგან, ბოკერიებისგან, რუსთავი2-ებისგან და სხვებისგან – ხალხმა ეს იცოდეს არა სააკაშვილსა და მის ნამხსვრევებს, ყველანი მიდით არჩევნებზე. ჩვენ არა მარტო სააკაშვილს და ბოკერიას ვებრძვით, არამედ მათ ნარჩენებს ოცნებაში. უნდა დავამარცხოდ ესენი, ახლა სხვა არჩევანი არ გვაქვს,  უნდა შემოვხაზოთ 48“, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს-აცხადებს  დავით თარხან-მოურავი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com