ახალი ამბები
Home / Uncategorized / „არა ნამოხვანჰესს“-კომპანია “ენკა რინიუებლზის” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე, პროექტის ტერიტორიაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა

„არა ნამოხვანჰესს“-კომპანია “ენკა რინიუებლზის” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე, პროექტის ტერიტორიაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა

დღეს, კომპანია “ენკა რინიუებლზის” ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე, პროექტის ტერიტორიაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა.

კომპანია ადგილზე მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოებს აწარმოებს, ხოლო რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.👉 ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ინიციატივით ყალიბდება გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც კომპანიას ხელთ აქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის. 🙏 ნამახვანი ჰესის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. კომპანია რეგიონში უკვე ახორციელებს სოციალურ პროექტებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერის მიმართულებით. თუმცა „ენკა რინიუებლზი“ მზადაა გააფართოოს სოციალური პაკეტები, ისე რომ ხეობის თითოეულმა მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეების ჩართულობით გამოვლინდება.🤝 კომპანია კვლავინდებურად აცხადებს, რომ მზადაა აწარმოოს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია მოსახლეობასა თუ დაინტერესებულ პირებთან.

„ნამახვანჰესი“

ეს არის იმ ადგილის სურათები სადაც ხელისუფლება ნამოხვანჰესის აშენებას აპირებს. შეუიარაღებელი თვალიც კი მიხვდება რა დონის მეწყრული ადგილია და რამდენად საშიში იქნება აქ 115 მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენება. ეს ადგილი ქუთაისიდან 25 კილომეტრშია. ჰ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი“

ირმა ინაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხელმომწერების სიასთან ერთად.  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან ...