ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არა მგონია რაიმე ტიპის განსხვავება იყოს ემზარ კვიციანსა  და პრემიერ-მინისტრს შორის. ერთიც და მეორეც მკვლელის ტიპური წარმომადგენელია“

„არა მგონია რაიმე ტიპის განსხვავება იყოს ემზარ კვიციანსა  და პრემიერ-მინისტრს შორის. ერთიც და მეორეც მკვლელის ტიპური წარმომადგენელია“

 ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა  განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა 2020 წლის არჩევნებისთვის შეირჩა და მათი პოლიტიკური ბედი მხოლოდ 1 წელზეა გათვლილი.

„ეს მთავრობა დანიშნულია საარჩევნოდ, არჩევნების მოსაგებად. იმის მერე, იქით ვერავინ ვერ ხედავს, ასე რომ, არა მგონია ჩვენ უნდა გავიხედოთ იქ, სადაც  ბიძინა ივანიშვილიც  არ იხედება. 2020 წელს კი ეს ხელისუფლება წააგებს. ამიტომ, მაქსიმუმ რაც აქვს ამ, ხელისუფლებას ეს არის 1 წელი. ამ ერთი წლის განმავლობაში ველოდები რეპრესიების აპარატის უფრო ეფექტიანად ამოქმედებას, თუ მიაღწევენ ამას რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვაკუუმში არ ვცხოვრობთ და სამყაროში მარტო  ბიძინა ივანიშვილი  არ არის. კიდევ არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც არ შეეგუებიან დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, კიდევ არის სახელმწიფოებრივი ინტერესი, კიდევ არიან პატრიოტული ძალები და არის ოპოზიცია, რომელსაც გიორგი გახარია  განადგურებას დაპირდა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრს და ემზარ კვიციანს ერთ კონექსში მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ორივე მკვლელია:

 ამ კაცმა კი გამოგვიცხადა: ფეხებზე მკიდია ევროპაც, ამერიკაც და საქართველოს ინტერესებიცო. ასეთი ფიგურა აირჩია ჩვენმა სახელოვანმა პარლამენტმა, რომლის ერთ-ერთი წევრი ემზარ კვიციანია,  რომელმაც აჩვენა მათი ნამდვილი სახე.

არა მგონია რაიმე ტიპის განსხვავება იყოს ემზარ კვიციანსა  და პრემიერ-მინისტრს შორის. ერთიც და მეორეც მკვლელის ტიპური წარმომადგენელია. საქართველოს ხელისუფლებაში ყველა ძალოვანი არის უვარგისი, ყველა არის სირცხვილი საქართველოსი.

მთელი პარლამენტი სირცხვილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით უმრავლესობა, იმიტომ, რომ ყველა ინანებს ამ დანიშვნას და ეს არაფერს მისცემთ. მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ რეპრესიებს განახორციელებენ, ოპოზიციას დააპატიმრებენ და უბრალოდ არავინ იქნება ასარჩევი  ბიძინა ივანიშვილის გარდა?! ასე არ მოხდება, ასე არასდროს მომხდარა და მითუმეტეს ახლა არ მოხდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com